ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში შეათანხმა "ლილიდან" ადილ რამის გადაბირების საკითხი. ეს უკანასკნელი ხომ საფრანგეთის ჩემპიონთა დაცვის ლიდერი იყო და გუნდის სტაბილური თამაშის ერთ-ერთი გარანტია გახლდათ. რამის გარდა "ღამურებს" კიდევ ერთი კვალიფიციური ცენტრალური მცველი სჭირდებათ.
ამ მიზნით მას "ნიუკასლიდან" არგენტინელი ფაბრისიო კოლიჩინის შეძენა გადაწყვიტეს. არგენტინელს ისინი კვირაში 40 ათასი ევროს ანაზღაურებას სთავაზობენ. 29 წლის ფეხბურთელს "კაჭკაჭები" 5 მილიონ ევროდ აფასებენ.
ფაბრისიოს საინტერესო კარიერა
კოლოჩინის გარდა "ვალენსიას" ერთი კარგი ცენტრალური მცველი სათადარიგოთა სკამზეც უნდა. ლაპარაკია "სპარტაკიდან" არგენტინელი ნიკოლას პარეხას შეძენაზე. ფეხბურთელი ვერც მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში ხვდება. ნიკოლასი და მისი მენეჯერი უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ კლუბის გენერალურ მენეჯერსა და მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს, მაგრამ მისგან ტრანსფერზე თანხმობას მაინც ვერ ეღირსნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"