ვალენსია გეგმავს

AutoSharing Option
საფეხბურთო ექსპერტები თანხმდებიან, რომ "ვალენსიას" შარშან უმთავრესი პრობლემა დაცვის ხაზში ჰქონდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ცენტრალური მცველები სცოდავდნენ.

ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში შეათანხმა "ლილიდან" ადილ რამის გადაბირების საკითხი. ეს უკანასკნელი ხომ საფრანგეთის ჩემპიონთა დაცვის ლიდერი იყო და გუნდის სტაბილური თამაშის ერთ-ერთი გარანტია გახლდათ. რამის გარდა "ღამურებს" კიდევ ერთი კვალიფიციური ცენტრალური მცველი სჭირდებათ.

ამ მიზნით მას "ნიუკასლიდან" არგენტინელი ფაბრისიო კოლიჩინის შეძენა გადაწყვიტეს. არგენტინელს ისინი კვირაში 40 ათასი ევროს ანაზღაურებას სთავაზობენ. 29 წლის ფეხბურთელს "კაჭკაჭები" 5 მილიონ ევროდ აფასებენ.

ფაბრისიოს საინტერესო კარიერა
აქვს: მილანმა ის 1999 წელს შეიძინა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი მან ესპანეთში - "ალავესში", "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალში" იჯარით გაატარა. "როსონერიში" მან სულ 1 მატჩი ჩაატარა. 2004 წელს კოლოჩინიმ "დეპორტივოს" მიაშურა, სადაც 4 წელიწადი გაატარა. 2008 წელს კი ნისლიან ალბიონს მიაშურა და მას მერე "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაშობს.

კოლოჩინის გარდა "ვალენსიას" ერთი კარგი ცენტრალური მცველი სათადარიგოთა სკამზეც უნდა. ლაპარაკია "სპარტაკიდან" არგენტინელი ნიკოლას პარეხას შეძენაზე. ფეხბურთელი ვერც მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში ხვდება. ნიკოლასი და მისი მენეჯერი უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ კლუბის გენერალურ მენეჯერსა და მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს, მაგრამ მისგან ტრანსფერზე თანხმობას მაინც ვერ ეღირსნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული