ფეხბურთელები ლიგასთან კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით რუბილესის პრესკონფერენციას იკერ კასილიასი, ხაბი ალონსო და კარლეს პუიოლიც დაესწრნენ. გადაწყვეტილებას მხარს კი სულ 100-მდე ფეხბურთელი უჭერს.
"ახლა ძალიან რთული მომენტის წინაშე ვდგებით, - განაცხადა კასილიასმა. - საქმეს ისეთი პირი უჩანს, ძალიან მეეჭვება ჩემპიონატი დათქმულ დროს დაიწყოს".
მომზადებულია AP-ის მიხედვით