იკერ კასილიასი: არა მგონია, ჩემპიონატი დროულად დაიწყოს

AutoSharing Option
ესპანეთის ზედა დივიზიონების ორმოცივე კლუბის ფეხბურთელებმა ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელის, ლუის რუბილესის გადაწყვეტილებას მხარი აუბეს და პირველი ტურის მატჩებისთვის, რომელიც 20 და 21 აგვისტოსაა დაგეგმილი, გაფიცვას აპირებენ.

ფეხბურთელები ლიგასთან კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით რუბილესის პრესკონფერენციას იკერ კასილიასი, ხაბი ალონსო და კარლეს პუიოლიც დაესწრნენ. გადაწყვეტილებას მხარს კი სულ 100-მდე ფეხბურთელი უჭერს.

"ახლა ძალიან რთული მომენტის წინაშე ვდგებით, - განაცხადა კასილიასმა. - საქმეს ისეთი პირი უჩანს, ძალიან მეეჭვება ჩემპიონატი დათქმულ დროს დაიწყოს".

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული