მესის არდადეგები იბიცაზე

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, ესპანური "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ თავისი შვებულების ბოლო დღეები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა.

იბიცაზე მყოფმა ფეხბურთელმა ხმელთაშუა ზღვაზე იახტით ისეირნა, რომელსაც გვერდს შეყვარებული ანტონელა როკუზო და თანაგუნდელი დანი ალვეში (მეუღლესთან ერთად) უმშვენებდნენ.

Sportall.Ge

მოკლედ, მესი და ალვეში დროს ატარებდნენ მაშინ, როცა კატალონიური კლუბის დანარჩენი ფეხბურთელები ოფლს ამერიკულ ტურნეში ღვრიდნენ. თუმცა, რაც მართალია, მართალია - ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ნებასურვილით ხდებოდა, რომელმაც კოპა ამერიკის გათამაშების მონაწილეებს შვებულება თავად გაუხანგრძლივა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ვარსკლავური დასვენების დეტალებს,
თურმე მესის იახტასთან ალვეში საკუთარი სკუტერით მისულა. მოგვიანებით სკუტერით ქროლვის სურვილი არგენტინელსაც გასჩენია და წადილი აუსრულებია კიდეც. ეგ კი არა, ლეოს სიგარეტიც გაუბოლებია... ეს ყველაფერი პაპარაცებმა უმალ დააფიქსირეს.

მოკლედ, მესიმ და ალვეშმა იბიცური არდადეგებით გული იჯერეს, დღეს კი "ბარსელონას" განკარგულებაში არიან და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად მაგრამ ლეოს რაც პირში უდევს კამფეტია და არა სიგარეტი კონკრეტულად კი ვიდალის ფირმის ტკბილეული "დიფერი"

deko_messi
17:41 12-08-2011
0
მართლა კამპეტია რაგაც სიგარეტი რომ იყოს ბოლი გამიჩნდებოდა და ხელში ასანთი ეჭირებოდა ......და კიდევ თე სიგარეტს ეწევა ფეხბურთს ასე კარგად ვერ ითამაშებს
malxazi
23:36 03-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული