შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ ანგარიშით მორჩა გასული წლის ელ კლასიკოს შეხვედრა, მაგრამ 5 გოლი "სამეფო კლუბის" კარში გავიდა. თუმცა ბუიო მიიჩნევს, რომ "რეალი" რევანშს ამ კვირას აიღებს.
"ამ შეხვედრაში ფავორიტი მადრიდის "რეალია". ვფიქრობ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" შეუძლია კატალონიელები 5:0 დაამარცხოს. საპასუხო შეხვედრაც "რეალის" მოგებით დასრულდება. ჩემი აზრით "კამპ ნოუზე" შეხვედრა 3:1 დამთავრდება მადრიდელების სასარგებლოდ", - განაცხადა ბუიომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით