"კარგია, რომ ამ ტურნირში ვმონაწილეობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში რაღაც მოვიგეთ. სუპერთასის გათამაშებაში უკვე მე-3 წელია გამოვდივართ. გუნდი ყველა ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ 2 დღეა ვარჯიშობს, ხოლო მადრიდელებმა სეზონის დაწყებამდე სრულყოფილი მომზადება გაიარეს. თუმცა ჩვენ ფინალი გველის და თავის გამართლება არ გვიშველის. მე რომ მდომოდა ფეხბურთელების უკეთ მომზადება, მათ შვებულებებიდან დროზე ადრე დავაბრუნებდი", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
მომზადებულია Tribalfootball.com-ის მიხედვით