მესიმ სტოიჩკოვის რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ხრისტოს სტოიჩკოვს ეკუთვნის.

ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში მადრიდის "რეალთან", რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, არგენტინელმა ფეხბურთელმა გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. პირველი გოლი ესპანელი ფორვარდის დავიდ ვილიას ანგარიშზეა.

როგორც გაირკვა, მესის პირველ ტაიმში გული აერია, თუმცა ამის მიუხედავდ თავდამსხმელმა მატჩში მონაწილეობა ბოლომდე მიიღო.

რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასის ბომბარდირებს, ყველაზე მეტი გოლი მადრიდის "რეალის" ყოფილ კაპიტანს რაულს აქვს გატანილი.

სტოიჩკოვის რეკორდის გაუმჯობესებას მესი სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში შეძლებს, რომელიც
17 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული