ისევ ეს "ანჟი", ახლა რაული!

AutoSharing Option
"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "შალკეს" ესპანელ ვეტერან (33) რაულ გონსალესს გერმანული კლუბიდან წასვლა სურს, ხოლო მის ყიდვას "ბლექბერნ როვერსი" ეშურება, მაგრამ ამ ინგლისურ კლუბს ორი მეტოქეც გასჩენია, ორივე მასზე ფულიანი - ესპანური "მალაგა" და... რუსული "ანჟი".

შეგახსნებთ, რომ წინა დღით მეორე რუსულმა კლუბმა, "რუბინმა" "ერკულესის" პარაგვაელი ვარსკვლავი ნელსონ ვალდესი დაიბევა.

პერესი და როსელი ლოკაუტის წინააღმდეგ
როგორც იქნა, "რეალისა" და "ბარსელონას" პრეზიდენტებს რაღაც საკითხში ერთი აზრი გაუჩნდათ, ორივე მათგანი სასტიკი წინააღმდეგია გაფიცვის, რომელიც ესპანური პრიმერას ორ ტურს ჩაშლით ემუქრება. ფლორენტინო პერესმა
და სანდრო როსელმა განაცხადეს, რომ ფეხბურთელთა ასოციაციის გადაწყვეტილება არავის მოუტანს სიკეთეს.

ესპანეთში კი უკვე სერიოზულად შეშფოთდნენ, მართლა არ ჩაიშალოს ჩემპიონატის სტარტი. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელთა ასოციაცია ლფპ-სთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს 21 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიმერაში და სეგუნდაში პირველი ორი ტური არ გაიმართება.

ესპანეთის სპორტის მინისტრმა ალბერტ სოლერმა მხარეებს მოუწოდა დიალოგისკენ, დაპირისპირებულ მხარეთა შეხვედრა კი, შეიძლება, დღეს გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული