კრუიფის შედეგს გვარდიოლა გააუმჯობესებს?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შესაძლოა ლეგენდარული იოჰან კრუიფის მაჩვენებელი გააუმჯობესოს, რომელმაც გუნდთან ერთად თავის დროზე 10 ტიტული მოიგო.

ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში "რეალის" წინააღმდეგ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში "ბარსელონას" თავკაცი მე-11 ტიტულს მოიპოვებს.

კრუიფსა და გვარდიოლას ამ დროისთვის სხვადასხვა ტურნირებში 10 გამარჯვება აქვთ. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ამ შედეგს 8 წლის განმავლობაში მიაღწია (1988-1996), ხოლო გვარდიოლამ ეს 3 წელიწადში შეძლო (2008-დან დღემდე).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, ფრედ 2:2 დასრულდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული