ესპანეთი გაიფიცა - პირველი ტური 100% ჩაიშალა

AutoSharing Option
გუშინ, დილით მოლაპარაკების მაგიდას ესპანეთის პროფესიული ლიგისა (ლფპ) და ფეხბურთელთა ასოციაციის (აფე) წარმომადგენლები მიუსხდნენ. მართალია, მოლაპარაკება მთლად არ ჩაშლილა, მაგრამ ფეხბურთელთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთ დღეში ყველა საკითხზე შეთანხმება ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი უშედეგოდ დასრულა - მოლაპარაკების მორიგი რაუნდი პარასკევსაა, პრიმერა კი, წესით, შაბათს უნდა დაიწყოს.

ახლა კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას - პარასკევს მხარეებმა ყველა საკითხში შეთანხმებასაც რომ მიაღწიონ, ხელშეკრულებაც გააფორმონ - გაფიცვა მაინც ძალაშია, ყოველ შემთხვევაში პირველ ტურს ეს 100 პროცენტით შეეხება.

ლფპ-ს ოფიციალური საიტის ცნობით,
საერთო ხელშეკრულების დაახლოებით 80% უკვე შეთანხმებულია და პარასკევს მხარეებმა, წესით, უნდა მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას. ლფპ ფეხბურთელებს მოუწოდებს, რომ არ დაიწყონ გაფიცვა, რადგან ის ძალზე უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან, ამდენი დათმობის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული