"ჩელსი" მზადაა მატაში 31 მილიონი ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ვალენსიას" ხუან მატას სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირას ესპანურმა კლუბმა ინგლისელების შეთავაზება უარყო, რომლებიც მატაში 25 მილიონ ევროს იხდიდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, რომან აბრამოვიჩმა სერიოზულად გადაწყვიტა ესპანელი ფეხბურთელის შეძენა და თანხა 6 მილიონით გაზარდა.

"არისტოკრატები" ცდილობენ მატას შეძენა "არსენალს", "ტოტენჰემს" და "ლივერპულს" დაასწრონ, რომლებსაც "ჩელსის" მხრიდან შეთავაზებულ თანხაზე მეტის გადახდა ნამდვილად არ შეუძლიათ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული