დასაწყისი მეფური იყო, ჯერი "ბარსაზეა"

AutoSharing Option
საბედნიეროდ, ფეხბურთელთა გაფიცვას მხოლოდ პირველი ტური შეეწირა და გუშინ და გუშინწინ ესპანური ფეხბურთის მოყვარულებმა კარგი სანახაობებით ისიამოვნეს. საჩემპიონო რბოლაში "ბარსელონა" დღეს ჩაებმება და ვნახავთ, გააუმჯობესებს თუ არა "რეალის" მიერ მიღწეულ ბურთების სხვაობას. წესით, არ უნდა იყოს იოლად გადასაჭრელი ამოცანა.

შორსმიმავალ დასკვნებს ჯერ ნუ გავაკეთებთ, მაგრამ სამეფო კლუბის მიერ სარაგოსაში ჩატარებული მატჩით თუ ვიმსჯელებთ, ეს პრიმერა სცენარით წინასგან დიდად განსხვავებული არ უნდა გამოვიდეს - ცხადია, ორი გუნდის წინ გაჭრას ვგულისხმობთ, თორემ "ბარსა" აჯობებს თუ "რეალი", ამას გაზაფხულამდე ვერ გავიგებთ.

მადრიდელებმა "სარაგოსას"
ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს და წარმატების ყოველგვარი იმედი პირველივე წუთებზე მოუსპეს. ჟოზე მოურინიოს გუნდი აშკარად ფორმაშია, თანაც, "რეალში" ერთი და ორი ფეხბურთელი კი არ გამოირჩევა, ყველა ეფექტურია.

მეკარე რობერტოს წყალობით "სარაგოსამ" 0:0 პირველი ტაიმის შუაწელამდე შეინარჩუნა, მერე კი მასპინძელთა რბევა დაიწყო. სტუმართა თითქმის ყველა გოლი ეფექტური იყო. კრისტიანო რონალდომ გუიშინვე გააკეთა საიმისო განაცხადი, რომ პრიმერაში 40-გოლიან ზღვარს კვლავაც გადააბიჯოს. კაკამ კი, რომელსაც თითქოს ძირითადში დამკვიდრების უმცირესი შანსი ჰქონდა, მწვრთნელის მიერ ბოძებული 15 წუთი ძალიან ნაყოფიერად გამოიყენა და ლამაზ გოლს შესანიშნავი საგოლე გადაცემაც მიაყოლა.

არანაკლებ ფეერიული გამოვიდა შაბათს გამართული "ვალენსია"-"რასინგი". რობერტო სოლდადომ ოთხი გოლი გაიტანა, ოღონდ პოკერი არ შეუსრულებია - "ღამურათა" ფორვარდმა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი ექტორ კუპერის გუნდს უსახსოვრა, ერთი კი საკუთარ მეკარეს გაუტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი თავკაცი ძალიან ახლოს იყო "მესტალიადან" არამარტო ქულის, გამარჯვების წაღებასთანაც, მაგრამ შეხვედრის მიწურულს სოლდადო კიდევ ერთხელ "აფეთქდა" და ორწუთიანი მონაკვეთში წყვილი გოლი გაიტანა.

პირველ ტურში მხოლოდ ლამაზი კი არა, მეტისმეტად უხეში მატჩიც ვიხილეთ. სტატისტიკიდანვე მიხვდებოდით, "სპორტინგისა" და "რეალ სოსიედადის" დაპირისპირებას ვგულისხმობთ, სადაც ფეხბურთელებმა ერთმანეთი არ დაინდეს და გუნდებმა თამაში ათ-ათი კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს.

"ატლეტიკომ" დაუგეგმავი ქულები პირველივე ტურში დაკარგა - დიეგო ფორლანის გარეშე მოთამაშე მადრიდელები "ოსასუნას" კი სჯობდნენ, მაგრამ არც იმდენად, რომ ვთქვათ, პამპლონელებმა ქულას ხელი დაუმსახურებლად გამოჰკრესო. სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია პრიმერაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული "რაიო ვალეკანოს" მიერ ბილბაოში მოპოვებული ქულა.

გუშინ გვიან ღამით გამართულ "სევილია"-"მალაგაში" სტუმრები თითქოს ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ საკუთარი შანსები მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენეს, ანდალუსიელებმა კი, იმის მიუხედავად, რომ არაერთი წამყვანი ფიგურის გარეშე დარჩნენ, უფრო კლასიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

სპორტინგი-სოსიედადი 1:2
სპორტინგი: ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ივანი, კანელია - ეგურენი (57. ტრეხო), ალვარესი (57. რივერა), კასტრო, ნოვო (68. სანგოი) - კუევასი, ბარალი.
სოსიედადი: ბრავო - კარლოსი, მარტინესი, დემიდოვი, დე ლა ბელა -არანბურუ, ილარამენდი, პრიეტო, სურუსუტა (70. ესტარადა) - ველა (89. მიკელი 89), აგირეჩე (82. იფრანი)
გოლები: 0:1 აგირეჩე (35) 0:2 აგირეჩე (65), 1:2 კუევასი (69-პენ)
გაფრთხილება: ლორა, კუევასი, ბარალი - არანბურუ
გაძევება: მარტინესი (68), ლორა (90)
კარში დარტყმა: 17(4)-6(2); ჯარიმა: 14-11; კუთხური: 9-2; თამაშგარე: 4-3; ბურთის ფლობა: 49%-51%

ვალენსია-რასინგი 4:3
ვალენსია: გუაიტა - ბრუნო, რამი, რიკარდო კოშტა, მეჰმეთ თოფალი (46. ტინო კოშტა) - ალბა, ბანეგა, პაბლო, ბერნატი (46. კანალესი) - პიატი (67. ხონასი 67), სოლდადო
რასინგი: ტონიო - ოსმარი, ალვარო, დომინგო, არანა (77. ხაირო) - კ. დიოპი, პიჩონი (70. ბორხა), აკოსტა (64. ედუ), მუნიტისი - ადრიანი, ბაკირჩოღლუ
გოლები: 1:0 სოლდადო (1), 1:1 სოლდადო (6. ს.კ.), 1:2 აკოსტა (14), 1:3 ადრიანი (56), 2:3 რამი (58), 3:3 სოლდადო (88) 4:3 სოლდადო (90)
გაფრთხილება: ბანეგა, ალბა, ტინო კოშტა - დიოპი, ტონიო, ალვარო
კარში დარტყმა: 26(11)-4(3); ჯარიმა: 14-11; კუთხური: 10-3; თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 72%-28%

გრანადა-ბეტისი 0:1
გრანადა: რობერტო - მაინსი, პამარო (46. კარლუშ მარტინში), სიკერა, ნიომი - ლუსენა, რიკო, აბელი (46. იებდა), ბენიტესი - იგიალო, ხაიმე (66. მოლო)
ბეტისი: კასტიო - დორადო, მარიო, ნაჩო, ჩიკა - ბენატი, ირინეი, პერეირა (73. სევილია), მოლინა (51. ვადილიო) - ალექს მარტინესი (90. ჯეფერსონი), რუბენ კასტრო
გოლი: 0:1 რუბენ კასტრო (87)
გაფრთხილება: პამარო, ბენიტესი - ირინეი, დორადო
კარში დარტყმა: 11(2)-18(3); ჯარიმა: 12-16; კუთხური: 8-5; თამაშგარე: 5-1; ბურთის ფლობა: 43%-57%

ატლეტიკო-ოსასუნა 0:0
ატლეტიკო: კურტუა - პერეა, ფილიპე ლუისი, დომინგესი, სილვიო - რეიესი, ტიაგო (75. ხუანფრანი), გაბი, მ. სუარესი - სალვიო (62. არდა თურანი), ადრიანი
ოსასუნა: რიესგო (46. ა. ფერნანდესი) - სერხიო, რაიტალა, როვერსიო, ბერტრანი - ნეკუნამი, პუნიალი, სეხუდო, ტიმორი (59. ლამა) - ნინო, სოლა (81. ლოლო)
გაფრთხილება: პერეა
კარში დარტყმა: 17(8)-8(2); ჯარიმა: 9-8; კუთხური: 12-5; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 57%-43%

ატლეტიკი-რაიო ვალეკანო 1:1
ატლეტიკი: ირაისოსი - ამორებიეტა, სან ხოსე, გურპეგი (46. ირაოლა), ხავი მარტინესი - სუსაეტა (57. გაბილონდო), იტუსარპე, ანდერ ერერა, დე მარკოსი - ლორენტე, მუნიაინი (71. ტოკერო)
რაიო ვალეკანო: დანი ხიმენესი - კასადო, ფიგერასი, ტიტო, მოვილია - პედრო ბოტელო (85. სუსაეტა), ხავი ფუეგო, ტრაშორასი (59. ლ. ბანგურა), მიკუ - არიბასი, პიტი (79. დელიბაშიჩი)
გოლები: 1:0 იტუსარპე (56), 1:1 მოვილია (52)
გაფრთხილება: იტუსარპე - არიბასი, პიტი, კასადო
კარში დარტყმა: 9(4)-12(6); ჯარიმა: 16-18; კუთხური: 9-4; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 57%-43%

მალიორკა-ესპანიოლი 1:0
მალიორკა: ავატე - ზუივერლონი, რამისი, პ. კასერესი, ჩიკო - დე გუზმანი, ხოსე მარტი, ტეხერა (67. ვიქტორი), ალფარო (60. კასტრო) - ნსუე, ჰემედი (77. პინია)
ესპანიოლი: კ. ალვარესი - ე. მორენო, დიდაკ ვილა, ხორდი ამატი, ვერდუ - ხავი მარკესი (74. სერხიო გარსია), ბაენა, ხავი ლოპესი, ალვარო (74. ბიფუმა) - ლუის გარსია (68. ალბინი), რუი ფონტე
გოლი: 1:0 დე გუზმანი (62)
გაფრთხილება: რამისი, ჰემედი - მორენო, მარკესი, ლოპესი
კარში დარტყმა: 11(4)-9(3); ჯარიმა: 21-15; კუთხური: 5-4; თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 44%-56%

ხეტაფე-ლევანტე 1:1
ხეტაფე: მოია - მ. გომესი, მანე (17. მასილელა), დ. დიასი, ლოპო - ლასენი, ბარადა (60. სარაბია), რიოსი, ხ. როდრიგესი - მიკუ, კასკერო (85. გუიზა)
ლევანტე: მუნუა - ხავი ვენტა, ხუანფრანი, ბალესტეროსი, ნანო - იბორა, ხავი ტორესი (78. არანდა), ესტრადა (59. ხუანლუ), პედრო ლოპესი (71. ელ ზარი) - ბარკერო, ვალდო
გოლები: 1:0 მიკუ (62), 1:1 ხუანლუ (77)
გაფრთხილება: ლოპო, გომესი, ლასენი, სარაბია, როდრიგესი - ხუანფრანი, ესტრადა, ბარკერო
კარში დარტყმა: 8(2)-9(1); ჯარიმა: 15-6; კუთხური: 1-4; თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 64%-36%

სარაგოსა-რეალი 0:6
სარაგოსა: რობერტო - ხუარესი, პარედესი, მეირა, და სილვა - ზუკულინი (53. პინტერი), პონსიო, მინერო (53. ორიოლი), ბარერა (82. ვალენსია) - უჩე, ლაფიტა
რეალი: კასილასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო - ხაბი ალონსო - კრისტიანო რონალდო, კოენტრაო, დი მარია (72. კალეხონი), იოზილი (78. კაკა) - ბენზემა (76. იგუაინი)
გოლები: 0:1 რონალდო (24), 0:2 მარსელო (28), 0:3 ხაბი ალონსო (64), 0:4 რონალდო (71), 0:5 კაკა (82), 0:6 რონალდო (87)
გაფრთხილება: მეირა, მინერო - კარვალიო
კარში დარტყმა: 8(1)-39(16); ჯარიმა: 16-16; კუთხური: 7-9; თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 36%-64%

სევილია-მალაგა 2:1
სევილია: ხავი ვარასი - მ. კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო (46. ანდუხარი) - მედელი, ნავასი, პეროტი (65. არმენტეროსი), მანუ (74. კამპანა), ტროხოვსკი - ნეგრედო
მალაგა: კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატიისენი, ელისეუ (73. მონრეალი) - ტულალანი, რონდონი (46. ს. ფერნანდესი), ხოაკინი, კასორლა, აპონო (46. მარესკა) - ვან ნისტელროი
გოლები: 1:0 ნეგრედო (2), 2:0 ნეგრედო (26), 2:1 კასორლა (81)
გაფრთხილება: კასერესი, მედელი, ნეგრედო - ვან ნისტელროი
კარში დარტყმა: 15(9)-6(1); ჯარიმა: 15-7; კუთხური: 2-8; თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 41%-59%

ბარსელონა-ვილიარეალი დღეს

მომდევნო ტური
11.09 - ვალენსია-ატლეტიკო, ოსასუნა-სპორტინგი, სოსიედადი-ბარსელონა, ვილიარეალი-სევილია, მალაგა-გრანადა, ბეტისი-მალიორკა, ესპანიოლი-ატლეტიკი, რაიო ვალეკანო-სარაგოსა, რეალი-ხეტაფე, რასინგი-ლევანტე


სეგუნდა დივიზიონი, I ტური
ხირონა-ელჩე 1:4, ბარსელონა II-ვილიარეალი II 0:2, დეპორტივო-უელვა 1:0, ერკულესი-კარტახენა 2:0, საბადელი-უესკა 2:1, ალკორკონი-ხერესი 0:1, გვადალახარა-ლას პალმასი 1:1, ალკოიანო-ნუმანსია 1:1, კორდობა-ალმერია 1:1, მურსია-სელტა 1:3, ხიმნასტიკი-ვალიადოლიდი 0:3

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული