ბარსას დასვენებული გმირები დაემატნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების დასაქმებას გეგმავს. მოგეხსენებათ, გასულ შაბათს, "რამონ სანჩეს პისხუანზე" ადგილობრივმა "სევილიამ" ესპანეთის ჩემპიონი 3:1 დაამარცხა და კატალონიელთა რიგებში არცერთ მსოფლიოს ჩემპიონს არ უთამაშია. კლუბის ხელმძღვანელობამ მუნდიალის რვა გმირს შვებულება გაუხანგრძლივა, მაგრამ კვირას ყველა მათგანი გუნდის წვრთნას შეუერთდა, ასე რომ ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი და დავიდ ვილია კონდიციების ამაღლებას მოასწრებენ და "ბარსას" მომავალ შაბათს "კამპ ნოუზე" აუცილებლად დაეხმარებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული