მიჩელს შვილი დაუჩაგრეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ხოლო ამჟამად "ხეტაფეს" დამრიგებელმა მიგელ გონსალესმა, ანუ უბრალოდ მიჩელმა, თავისი ვაჟიშვილის კლუბიდან გაშვების შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.

კლუბის ხელმძღვანელმა ანხელ ტორესმა მიჩელის 22 წლის ვაჟს ადრიან გონსალესს ახალი გუნდის მოძებნა შესთავაზა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მიჩელის აზრით კი, შესაძლოა, პრეზიდენტის პოზიცია არა ადრიანის საშემსრულებლო დონით, არამედ მიჩელის "ხეტაფეში" მწვრთნელად მუშაობითაა განპირობებული.

"სამართლიანად მოექცნენ ადრიანს თუ უსამართლოდ? ამაზე ბევრი მიდიქრია. ჩემს შვილს ფეხბურთელობა სურს, მაგრამ მას "ხეტაფედან" წასვლა მოსთხოვეს. ანხელ ტორესს თავისი გადაწყვეტილება ჩემთან არ
შეუთანხმებია. თუმცა მისი პოზიციის შეფასებისგან თავს შევიკავებ - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე", - განაცხადა მიჩელმა, ვისი შვილიც "ხეტაფეში" გადასვლამდე" "რეალის" კანტერაში ირიცხებოდა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული