13-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ელიტარულ ლიგაში დაბრუნებული კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე ორტისმა 30 წლის გუისას 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა და ფორვარდი დათანხმდა კიდეც მის პირობებს. გუისას თურმე თურქეთი მობეზრებია, სადაც მან ბოლო ორი სეზონი გაატარა. დანი ესპანეთში დაბრუნებაზე ოცნებობს და იმედოვნებს, რომ მისი ამჟამინდელი კლუბის, სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" უფროსობა 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
ამასობაში, საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, თურქები ესპანელ ბომბარდირში 7 მილიონს ითხოვენ, ხოლო ენრიკე ორტისი ამბობს, "ერკულესს" ამდენი ფული არ