ადრე თუ გვიან მაინც რეალში გადავა

AutoSharing Option
თურქული გაზეთ Hurriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრემენის "ვერდერისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის მესუთ იოზილის მამამ მუსტაფა იოზილმა განაცხადა, რომ მისი ვაჟი ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება მადრიდის "რეალის" წევრი. მუსტაფას თქმით, თუკი ეს ახლა ვერ მოხერხდა, სეზონის დასრულების შემდეგ მესუთი "სამეფო კლუბს" უთუოდ შეუერთდება.

"მილანის "ინტერისგან" შეთავაზება მივიღეთ, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით ძალზე მაცდური იყო. მაგრამ როცა "რეალის" დაინტერესების შესახებ შევიტყვეთ, სასწორის პინა ესპანური გრანდისკენ გადაიხარა. უფრო მეტიც, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავის ვილაზე დაგვპატიჟა, სადაც ერთმანეთს მალევე გავუგეთ. მოგვეწონა, რომ პერესი მესუთის საკითხის
მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ჩვენი მხვრივ, ფლორენტინოს დავპირდით, რომ თუკი "ვერდერი" მესუთს ახლა არ დათმობს, სეზონის დასრულების შემდეგ ჩემი ვაჟი "რეალს" აუცილებლად შეუერთდება", - უამბო თურქ ჟურნალისტებს მუსტაფა იოზილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული