საქმე ისაა, რომ თამაშში "ბლაუგრანას" შვიდი ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათგან ხუთმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. გვარდიოლას მიაჩნია, რომ ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ესპანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ადგილი უკვე მოპოვებული ჰქონდა.
გვარდიოლას აზრით, კატალონიელ ფეხბურთელებს შეეძლოთ მეტი დაესვენათ, ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს კი შეეძლო სხვა ფეხბურთელები გამოეყენებინა.
მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით