გვარდიოლა დელ ბოსკეს გაუბრაზდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას შოტლანდიასთან ევრო 2012-ის შესარჩევი ტურნირის მატჩში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა არ მოეწონა.

საქმე ისაა, რომ თამაშში "ბლაუგრანას" შვიდი ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათგან ხუთმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. გვარდიოლას მიაჩნია, რომ ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ესპანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ადგილი უკვე მოპოვებული ჰქონდა.

გვარდიოლას აზრით, კატალონიელ ფეხბურთელებს შეეძლოთ მეტი დაესვენათ, ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს კი შეეძლო სხვა ფეხბურთელები გამოეყენებინა.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული