"ასეთი ტრავმის გამო, როგორიც გონსალომ გადაიტანა, ზოგიერთი მოთამაშე კარიერას ასრულებს. იგუაინს გაუმართლა.
რამ გადაატანინა მას ეს ტრავმა? მისმა მზადყოფნამ და მკურნალი ექიმების შესანიშნავმა მუშაობამ. მჯერა რომ ის სრულად გამოჯანმრთელდება", - განაცხადა ფესლერმა.
იგუაინმა ხერხემლის დაშავების გამო დაახლოებით სამი თვე გამოტოვა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის 9 მატჩში ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით