იგუაინის ექიმი: ასეთი ტრავმის გამო ზოგი კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდის გონსალო იგუაინის ექიმმა რიჩარდ ფესლერმა მიმდინარე წლის დასაწყისში არგენტინელის მიერ გადატანილ ტრავმაზე ისაუბრა. იანვარში იგუაინმა ხერხემლის ოპერაცია გადაიტანა.

"ასეთი ტრავმის გამო, როგორიც გონსალომ გადაიტანა, ზოგიერთი მოთამაშე კარიერას ასრულებს. იგუაინს გაუმართლა.

რამ გადაატანინა მას ეს ტრავმა? მისმა მზადყოფნამ და მკურნალი ექიმების შესანიშნავმა მუშაობამ. მჯერა რომ ის სრულად გამოჯანმრთელდება", - განაცხადა ფესლერმა.

იგუაინმა ხერხემლის დაშავების გამო დაახლოებით სამი თვე გამოტოვა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის 9 მატჩში ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული