კატალონიურმა კლუბმა და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მომავალი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე, ფეხბურთელის ბარსელონური ანაზღაურების ოდენობასა და სხვა დეტალებზე მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა "ბარსა" და "ლივერპული" ერთ აზრამდე ჯერჯერობით ვერ მისულან. კატალონიელები "ელ ხეფესიტოს" სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდიან, მერსისაიდული კლუბის შეფები კი 26-ს ითხოვენ.
ასეა თუ ისე, Marca ირწმუნება, დღეს მასკერანო "ლივერპულის" შემადგენლობაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ არ ითამაშებსო, ხოლო "ბარსას" დამრიგებლის პეპ გვარდიოლას დაჟინებული მოთხოვნის გათვალისწინებით, კლუბის