"ბარსელონას" ფეხბურთი შთამბეჭდავია. ზოგჯერ მგონია, რომ მათი თამაში სხვა სამყაროდან არის. როცა "ბარსაში" ვიყავი პუიოლთან, ჩავისთან და ინიესტასთან მიწევდა თამაში. მაშინ ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო ახლა გუნდის მთავარ ძალას წარმოადგენენ.
კატალონიურ კლუბში ჩემი მისვლის დროს, გვარდიოლა ლიდერი იყო და არა მხოლოდ სათამაშო თვისებებით. მან იცის გუნდის სული და ყოველთვის ახერხებს ფეხბურთელებს განწყობა შეუქმნას. კიდევ მაშინ, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ხოსეპი ბრწყინვალე მწვრთნელი გახდებოდა", - თქვა კლიუვერტმა.