კლიუვერტი: ზოგჯერ მგონია, "ბარსა" არამიწიერ ფეხბურთს თამაშობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა პატრიკ კლიუვერტმა კატალონიური გუნდის თამაშის შესახებ ისაუბრა და აღტაცება ვერ დამალა.

"ბარსელონას" ფეხბურთი შთამბეჭდავია. ზოგჯერ მგონია, რომ მათი თამაში სხვა სამყაროდან არის. როცა "ბარსაში" ვიყავი პუიოლთან, ჩავისთან და ინიესტასთან მიწევდა თამაში. მაშინ ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო ახლა გუნდის მთავარ ძალას წარმოადგენენ.

კატალონიურ კლუბში ჩემი მისვლის დროს, გვარდიოლა ლიდერი იყო და არა მხოლოდ სათამაშო თვისებებით. მან იცის გუნდის სული და ყოველთვის ახერხებს ფეხბურთელებს განწყობა შეუქმნას. კიდევ მაშინ, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ხოსეპი ბრწყინვალე მწვრთნელი გახდებოდა", - თქვა კლიუვერტმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული