გუტი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 14 თამაშში 3 გოლი გაიტანა და მთელი კარიერა (თურქულს თუ არ ჩავთვლით) "რეალში" გაატარა, სხვა მადრიდულ კლუბთან მართავს მოლაპარაკებას - შესაძლოა, ის "ხეტაფეში" გადავიდეს, სადაც დანიელ გუისას თანაგუნდელი გახდება. სხვათა შორის, მისით "მალაგაც" დაინტერესდა, მაგრამ ვეტერანს ოჯახის და მადრიდის მიტოვება აღარ სურს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"