გვარდიოლა: ვილანოვა ავადმყოფობას ისევე დაამარცხებს, როგორც ის აბიდალმა დაძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა თავის ავადმყოფობას დაამარცხებს.

ვილანოვას სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

"ექიმებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა. როდესაც ვილანოვამ ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, გვთხოვა, მაქსიმალური თავშეკავება გამოგვეჩინა.

გუნდმა ამის შესახებ მილანში გაფრენის წინ შეიტყო, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ ის ავადმყოფობას ისევე დაამარცხებს, როგორც ეს ერიკ აბიდალმა გააკეთა", - თქვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული