კერკეტი კაკალი
კლუბ ატლეტიკო ოსასუნა
მხარე: ნავარა
დაარსდა: 1920 წ.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო კამაჩო (55 წლ)
სტადიონი: რეინო დე ნავარა (19 500)
გასულ სეზონში: მე-12
ტიტულები: -
საიტი: http://www.osasuna.es
მივიდნენ: იონ ეჩაიდე (უესკა), კიკე სოლა (ლევადიაკოსი), ფერნანდო სორიანო (ალმერია), ასიერ რიესგო (რეალ სოსიედადი), დეიან ლეკიჩი (ცრვენა ზვეზდა), დამია პერესი (ბეტისი), მანუელ ლოლო (სევილია).
წავიდნენ: სესარ ასპილიკუეტა (მარსელი), დადი (ბუკასპორი), ანდრესი, ხოკინ ესპარსა, ხორხე გალანი, ოსკარ ვეგა (ყველა, უესკა), რობერტო (გრანადა), დელპორტე (კონტრაქტი დაუსრულდა).
შარშანდელ სეზონში ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდი შეუვალი დაცვით გამოირჩეოდა, ამის
ასპილიკუეტას გარდა გუნდს ლიდერთაგან არავინ დაუკარგავს, სამაგიეროდ "სევილიადან" ლოლო გადმოიყვანა, ხოლო ბელგრადის "ცრვენა ზვეზდადან" - დეიან ლეკიჩი. ლეკიჩი თუ იყოჩაღებს სასტარტოში კარლოს არანდას ადგილს დაიკავებს და ურუგვაელ ვალტერ პანდიანისთან შემტევ წყვილს შეადგენს. ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" სურს "ოსასუნას" ირანელი ნახევარმცველის ჯავად ნეკუნამის შეძენა, თუმცა ჯერ ტრანსფერი არ შემდგარა. ნეკუნამის დაკარგვა მართლაც დიდი დანაკლისი იქნება ნავარელთათვის. მოკლედ, "ოსასუნა" წლეულსაც "კერკეტი კაკალი" იქნება, "რეინო დე ნავარაზე" მოგება კი ყველას გაუჭირდება "რეალისა" და "ბარსელონას" ჩათვლით.
ოსასუნა 2009/10: რიკარდო (36 თამაში), რობერტო (2 თ); კამუნიასი (36თ, 3გ), მასუდი (36თ, 2გ), ხუანფრანი (33თ, 4გ), ასპილიკუეტა (33თ), პუნიალი (33თ), ფლანიო (32თ, 1გ), ნეკუნამი (31თ, 3გ), მონრეალი (31თ, 1გ), პანდიანი (29თ, 11გ), არანდა (29თ, 5გ), რუპერი (27თ), სერხიო (24თ), კალეხა (22თ), ვადოში (20თ, 4გ), გალანი (20თ, 1გ), ხოსეჩო (19თ), ოიერი (11თ), დადი (10თ, 1გ), ხოკინი (5თ), როვერსიო (3თ), ეჩაიდე (2თ), ხ. პორტილიო (2თ), ალანი (1თ).
ოსასუნა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): რიკარდო - დამია, სერხიო, ფლანიო, მონრეალი - ხუანფრანი, ნეკუნამი, კამუნიასი - მასუდი, ლეკიჩი - პანდიანი.
ფოტო: სესარ ასპილიკუეტა დიდი დანაკლისია ნავარელთათვის