ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: ოსასუნა

AutoSharing Option

კერკეტი კაკალი

კლუბ ატლეტიკო ოსასუნა

მხარე: ნავარა
დაარსდა: 1920 წ.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო კამაჩო (55 წლ)
სტადიონი: რეინო დე ნავარა (19 500)
გასულ სეზონში: მე-12
ტიტულები: -
საიტი: http://www.osasuna.es



მივიდნენ
: იონ ეჩაიდე (უესკა), კიკე სოლა (ლევადიაკოსი), ფერნანდო სორიანო (ალმერია), ასიერ რიესგო (რეალ სოსიედადი), დეიან ლეკიჩი (ცრვენა ზვეზდა), დამია პერესი (ბეტისი), მანუელ ლოლო (სევილია).
წავიდნენ: სესარ ასპილიკუეტა (მარსელი), დადი (ბუკასპორი), ანდრესი, ხოკინ ესპარსა, ხორხე გალანი, ოსკარ ვეგა (ყველა, უესკა), რობერტო (გრანადა), დელპორტე (კონტრაქტი დაუსრულდა).

შარშანდელ სეზონში ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდი შეუვალი დაცვით გამოირჩეოდა, ამის

ხარჯზე ნავარელები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით საინტერესო ფეხბურთელები პამპლონელებს დაცვის ფლანგზე ჰყავდათ, თუმცა მარჯვენაფლანგელი სესარ ასპილიკუეტა საფრანგეთის ჩემპიონ "მარსელში" გადაბარგდა, ნაჩო მონრეალი კი "ოსასუნაში" დარჩა. ასპილიკუეტას შემცვლელად კამაჩომ დამია შეიგულა სეგუნდა დივიზიონში ჩარჩენილი "ბეტისიდან".

ასპილიკუეტას გარდა გუნდს ლიდერთაგან არავინ დაუკარგავს, სამაგიეროდ "სევილიადან" ლოლო გადმოიყვანა, ხოლო ბელგრადის "ცრვენა ზვეზდადან" - დეიან ლეკიჩი. ლეკიჩი თუ იყოჩაღებს სასტარტოში კარლოს არანდას ადგილს დაიკავებს და ურუგვაელ ვალტერ პანდიანისთან შემტევ წყვილს შეადგენს. ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" სურს "ოსასუნას" ირანელი ნახევარმცველის ჯავად ნეკუნამის შეძენა, თუმცა ჯერ ტრანსფერი არ შემდგარა. ნეკუნამის დაკარგვა მართლაც დიდი დანაკლისი იქნება ნავარელთათვის. მოკლედ, "ოსასუნა" წლეულსაც "კერკეტი კაკალი" იქნება, "რეინო დე ნავარაზე" მოგება კი ყველას გაუჭირდება "რეალისა" და "ბარსელონას" ჩათვლით.  

ოსასუნა 2009/10: რიკარდო (36 თამაში), რობერტო (2 თ); კამუნიასი  (36თ, 3გ), მასუდი (36თ, 2გ), ხუანფრანი (33თ, 4გ), ასპილიკუეტა (33თ), პუნიალი (33თ), ფლანიო (32თ, 1გ), ნეკუნამი (31თ, 3გ), მონრეალი (31თ, 1გ), პანდიანი (29თ, 11გ), არანდა (29თ, 5გ), რუპერი (27თ), სერხიო (24თ), კალეხა (22თ), ვადოში (20თ, 4გ), გალანი (20თ, 1გ), ხოსეჩო (19თ), ოიერი (11თ), დადი (10თ, 1გ), ხოკინი (5თ), როვერსიო (3თ), ეჩაიდე (2თ), ხ. პორტილიო (2თ), ალანი (1თ).           

ოსასუნა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): რიკარდო - დამია, სერხიო, ფლანიო, მონრეალი - ხუანფრანი, ნეკუნამი, კამუნიასი - მასუდი, ლეკიჩი - პანდიანი.

ფოტო:  სესარ ასპილიკუეტა დიდი დანაკლისია ნავარელთათვის 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული