ანრი და ტურე ბარსას ტოვებენ

AutoSharing Option
"ბარსელონა" თანახმაა, ტიერი ანრი და იაია ტურე გაყიდოს. ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც "ბარსას" ერთ-ერთ დირექტორ ჟოან ოლივერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ ანრის გაყიდვის მოტივი ფინანსურია - რაკიღა მისთვის ხელფასი აღარ გვექნება გადასახდელი, ამით სერიოზული თანხა დაგვეზოგებაო.
რაც შეეხება კოტდივუარელ ტურეს, ის ალბათ "მანჩესტერ სიტიში" გადავა. "ბარსელონასა" და ინგლისურს კლუბს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. როგორც სინიორ ოლივერი ამბობს, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
ნიკოლოზ ნეფარიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული