როგორც გაირკვა, გაისად კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე "ტოტენჰემის" 22 წლის ფეხბურთელი გარეთ ბეილი იქნება, რომელსაც მარცხენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. "ბარსელონა" მზად არის, ბეილში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ასევე განიხილება ვარიანტი, რომ კატალონიელები მცველში 20 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და "დეზებს" კიდევ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს შესთავაზებენ.
ბეილის ალტერნატიულ ვარიანტებად "ვალენსიას" ნახევარმცველი ხორდი ალბა და "მილანის" მცველი ტიაგო სილვა მიიჩნევიან.
მომზადებულია Mirror-ის მიხედვით