გვარდიოლამ და სუბისარეტამ ზაფხულის სატრანსფერო მიზნებზე იმსჯელეს

AutoSharing Option
კატალონიის "ბასელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის სპორტულ დირექტორთან ანდონი სუბისარეტასთან ერთად გუნდის ზაფხულის სატრანსფერო მიზნებზე იმსჯელა.

როგორც გაირკვა, გაისად კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე "ტოტენჰემის" 22 წლის ფეხბურთელი გარეთ ბეილი იქნება, რომელსაც მარცხენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. "ბარსელონა" მზად არის, ბეილში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ასევე განიხილება ვარიანტი, რომ კატალონიელები მცველში 20 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და "დეზებს" კიდევ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს შესთავაზებენ.

ბეილის ალტერნატიულ ვარიანტებად "ვალენსიას" ნახევარმცველი ხორდი ალბა და "მილანის" მცველი ტიაგო სილვა მიიჩნევიან.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული