მესი - ყოველ წელს უკეთესი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ცაში აიყვანა ქებით "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი კანდიდატი არგენტინელი ლიონელ მესი.

თუკი ამ დღეებში მესი პრიზს მიიღებს, მიშელ პლატინის მიღწევას (ზედიზედ სამი წელიწადი საუკეთესო) გაიმეორებს: "ყოველ წელს ის უფრო უკეთ თამაშობს. ფიქრობ, რომ ეს უკვე კარიერის პიკია, მაგრამ მესი მალე ახალ სიმაღლეებს იპყრობს.

ლეო უკვე ძალზე გამოცდილია, მისი გუნდური თამაში გაუმჯობესებულია, ამით კი "ბარსელონა" ხეირობს", - განაცხადა პეპმა. შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთს" ციურიხში 9 იანვარს გადასცემენ ან მესის, ან მის თანაგუნდელ ჩავის ან კი რეალელ კრიშტიანო
რონალდოს.

პინტომ მოაწერა
"ბარსელონამ" წერტილი დაუსვა სარეზერვო გოლკიპერ ხოსე პინტოსთან მოლაპარაკებას და ანდალუსიელ ფეხბურთელს 2013 წლის ივნისის ბოლომდე გაუგრძელა ხელშეკრულება. შეგახსენებთ, რომ ხოსე მანუელ პინტო კოლორადო 36 წლისაა. ვიქტორ ვალდესის შემცვლელს იშვიათად უწევს თამაში, ძირითადად - სათასო შეხვედრებში. პინტომ საფეხბურთო კარიერა სევილიურ "ბეტისში" დაიწყო, 2008 წლიდან კი კატალონიაშია.

ელვებმა სუსაეტა გაუშვეს
"რაიო ვალეკანოს" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბი დაემშვიდობა 27 წლის ნესტორ სუსაეტას, მადლობა გადაუხადა 2,5 წლიანი ღვაწლისთვის მადრიდულ გუნდში და პროფესიული წარმატება უსურვა. თავისუფალი აგენტის სტატუსით გამოთავისუფლებული ბასკი გარემარბი შვეიცარიულმა "ლოზანამ" აიყვანა. გეტყვით, რომ ნესტორი "ბილბაოს" ნახევარმცველ მარკელ სუსაეტას ბიძაშვილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი ლეგენდა იმინა გენიოსია
ამან რო მსოფლიო ვერ მოიგოს საცოდაობა არ იქნება:(
ეჰ მე ფული და არგენტინას ნორმალური მწვრთნელი
რა ფეხბურთელები ყავთ და გუნდი ვერ შეკრეს ხან მარადონა დანიშნეს ხან შიმპანზე ფუუ რაა..
argentina
01:51 06-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული