* * *
"ბარსელონას" და "რეალის" გოლები 12-12 ფეხბურთელმა გაიტანა, მეტი გამტანი მხოლოდ ბილბაოს "ატლეტიკს" ჰყავდა - 13.
* * *
მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ ყველაზე მეტი პენალტი დანიშნეს - 7, თან "რეალის" კარში ერთიც არ დაუნიშნავთ. 7-ვე პენალტი რონალდომ გაიტანა.
* * *
პრიმერას ეკვატორთან სულ 424 გოლი გავიდა, აქედან 62% ფორვარდებზე მოდის.
* * *
უგოლოდ და მოსაწყენად სულ 19 პრიმერული მატჩი დასრულდა.
* * *
პირველ ნახევარში
* * *
გოლი+პასის რეიტინგშიც რონალდო უსწრებს მესის, ოღონდ ოდნავ - 26 (20+6) 25-ის (17+8) წინააღმდეგ.
* * *
"მალიორკას" ბომბარდირი 5 გოლით ებრაელი ტომერ ჰემედია, თუმცა მას ჯერ თამაშიდან არ გაუტანია (ყველა პენალტი).
* * *
"რეალ სოსიედადის" ფორვარდმა იმანოლ აგირეჩემ 5-დან 4 გოლი თავით გაიტანა. არადა, არც ისე მაღალია - 184 სანტიმეტრი.
* * *
ანხელ დი მარიას 14 თამაშში 13 საგოლე პასი აქვს, თითქმის ყოველ მატჩში ერთი - ფანტასტიკაა!
* * *
კრიშტიანო რონალდოს უკვე აქვს 5 ჰეთ თრიკი, მესის - სამი.
* * *
"ბარსელონამ" 16-დან 11 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა.
* * *
ყველაზე უხეში გუნდი "ხეტაფეა" - 3 წითელი და 63 ყვითელი ბარათი. ყველაზე კორექტული - "ბარსელონა" - მხოლოდ 28 ყვითელი ბარათი.
* * *
"ოსასუნას" ენეკო სატრუსტეგი ნამდვილი ტერმინატორია - 278 წუთში 3 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღო.
* * *
ყველაზე მეტი ლეგიონერი პრიმერაში არგენტინელებს ჰყავთ - 33. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ყველაზე ხარისხიანიც...
* * *
ყოფილი საბჭოეთიდან დღევანდელ ლა ლიგაში ერთი ფეხბურთელიც არ თამაშობს.
* * *
შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგამ კარგად მოირგო 4-2-3-1 სისტემა 320-დან 210 შემთხვევაში ეს ტაქტიკური განლაგება გამოიყენეს. კლასიკური 4-4-2, მაგალითად, სულ 20-ჯერ შეგვხვდა.
* * *
"ბარსელონას" საშინაო მატჩებზე საშუალოდ თითქმის 3 ათასი მაყურებლით მეტი დადის. "ხეტაფე" და "რაიო ვალეკანო" კი საშუალოდ 10 ათას მაყურებელსაც ვერ აგროვებენ.
* * *
ყველაზე ცოტა ლეგიონერი გამოიყენა ბილბაოს "ატლეტიკმა" - 1, ყველაზე მეტი "რეალმა" - 15.
* * *
"ლევანტეს" საშუალო ასაკი 29,6 წელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"