რუისი: ჩავი პასის მეფეა, მაგრამ საუკეთესო ლეო მესია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა, ლაურეანო რუისმა კატალონიელთა ნახევარმცველები ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და თავდამსხმელი ლიონელ მესი შეაქო.

რუისის თქმით, ჩავის ის თვისება აქვს, რაც სხვებს არ გააჩნიათ.

"ჩავი ისევე ურტყამს, როგორც სხვები, მაგრამ მას რაღაც ისეთი აქვს, რაც სხვებს არ გააჩნიათ: ეს მესამე თვალია. ის ეძებს და პოულობს თავისუფალ ზონებს, რომელთაც სხვა ვერავინ ხედავს.

თუ ჩავი თვითონ ფეხბურთია, ინიესტა ხარისხია. მესი კი მსოფლიოში საუკეთესოა.

ჩავიზე ვსაუბრობდით, როგორც პასის მეფეზე, მაგრამ მესის ხომ მხოლოდ გოლები არ გააქვს. შესანიშნავი გადაცემების შესრულება მასაც შეუძლია",
- განაცხადა რუისმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული