ხოსეპ გვარდიოლა: მსაჯობაზე არ ვსაუბრობ და არც მსაჯების ვინაობით ვინტერესდები

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა თავისი გუნდის ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის ნათქვამის შემდეგ აგორებულ პოლემიკას გამოეხმაურა.

ჩავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში არბიტრები საკუთარი მოქმედებებით "ბარსელონას" ჩაგრავენ.

"მსაჯებს ძალიან რთული სამუშაო აქვთ. ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "რეალთან" ჩვენს დაპირისპირებას მილიონობით მაყურებელი ნახავს და მსაჯებს შეცდომის დაშვება არ ენდომებათ.

ფეხბურთში თამაშის ტემპი მუდმივად იზრდება და ვცდილობ, რომ ჩემს ფეხბურთელებს ეს გავაგებინო. თუმცა ვერ ავუკრძალავ იმის თქმას, რასაც ფიქრობენ. მათ კარგად იციან, რომ ამ წლების მანძილზე, რაც "ბარსას" ვხელმძღვანელობ, მსაჯობაზე არასდროს მისაუბრია. ძალიან ხშირად არც
კი ვიცი, ვინ განსჯის ჩვენს მომავალ თამაშს", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული