პეპ გვარდიოლა: პეპემ იცის, რასაც ამბობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "რეალთან" ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბის მცველმა პეპემ კატალონიეთა თავდამსხმელ ლიონელ მესის ხელზე დააბიჯა. მოგვიანებით პორტუგალიელმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს წინასწარი განზრახვის გარეშე გააკეთა.

"მხოლოდ პეპემ იცის, ეს სპეციალურად გააკეთა თუ არა. თუ ის ამბობს, რომ მესისთვის ხელზე დაბიჯება არ უნდოდა, ეს ნიშნავს, რომ იცის, რასაც ლაპარაკობს", - ხაზი გაუსვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული