შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბის მცველმა პეპემ კატალონიეთა თავდამსხმელ ლიონელ მესის ხელზე დააბიჯა. მოგვიანებით პორტუგალიელმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს წინასწარი განზრახვის გარეშე გააკეთა.
"მხოლოდ პეპემ იცის, ეს სპეციალურად გააკეთა თუ არა. თუ ის ამბობს, რომ მესისთვის ხელზე დაბიჯება არ უნდოდა, ეს ნიშნავს, რომ იცის, რასაც ლაპარაკობს", - ხაზი გაუსვა გვარდიოლამ.