"სევილიამ" სენეგალელი ფორვარდი შეიძინა

AutoSharing Option
გუშინ "სევილიას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა სენეგალელი ფორვარდი ბაბა დიავარა შეიძინა.

არადა, სულ ერთი დღით ადრე პორტუგალიურმა "მარიტიმუმ" გამოაცხადა, რომ დიავარას ტრანსფერთან დაკავშირებით "სევილიასთან" მოლაპარაკებამ მიზანს ვერ მიაღწია. რა მოხდა, მომდევნო დღეს უცნობია, მაგრამ ფაქტია - 24 წლის თავდამსხმელი 4,5 წლის განმავლობაში ესპანურ პრიმერა დივიზიონს დააგემოვნებს. "სევილიას" თავკაც მარსელინოს ძალიან მოსწონდა ბაბა დიავარას თამაში პორტუგალიურ ლიგა საგრეშში, სადაც ამ სეზონში 15 თამაშში 10 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვნად განაპირობა მადეირული კლუბის წარმატებული თამაში.

პაპა ბაბაქარ დიავარა "მარიტიმუმ" 2007 წელს შეამჩნიე
სენეგალურ "ჟანა დარკში" (ასეთი კლუბია). დიავარამ აგვისტოს ბოლოს კინაღამ მოაწერა ხელი გლაზგოს "სელტიკთან", მაგრამ აფრიკელს ბრიტანეთში მუშაობის უფლება არ მისცეს. რა დაუჯდა "სევილიას" ეს ტრანსფერი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ახლა დიავარას საყიდლად ნებისმიერმა კლუბმა 30 მილიონი ევრო უნდა გაამზადოს და ისე მიადგეს ოფიციალური წინადადებით ანდალუსიურ კლუბს.

აპონიო სარაგოსას ათხოვეს
"მალაგას" 27 წლის ნახევარმცველი აპონიო ბენიტესი სეზონის ბოლომდე იჯარით "სარაგოსაში" ითამაშებს. ეს გადაადგილება იძულებითია, საქმე იმაშია, რომ ნახევარმცველს ძალიან დაეძაბა სიტუაცია "მალაგას" ჩილელ თავკაც მანუელ პელეგრინისთან. რამდენიმე დღის წინათ, პელეგრინიმ პირდაპირ განუცხადა აპონიოს, რომ აღარ ათამაშებდა და სხვა კლუბი მოენახა. "აპონიო" 2007 წელს შეუერთდა "მალაგას" და დიდი წვლილიც მიუძღვის ანდალუსიური კლუბის წარმატებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული