არადა, სულ ერთი დღით ადრე პორტუგალიურმა "მარიტიმუმ" გამოაცხადა, რომ დიავარას ტრანსფერთან დაკავშირებით "სევილიასთან" მოლაპარაკებამ მიზანს ვერ მიაღწია. რა მოხდა, მომდევნო დღეს უცნობია, მაგრამ ფაქტია - 24 წლის თავდამსხმელი 4,5 წლის განმავლობაში ესპანურ პრიმერა დივიზიონს დააგემოვნებს. "სევილიას" თავკაც მარსელინოს ძალიან მოსწონდა ბაბა დიავარას თამაში პორტუგალიურ ლიგა საგრეშში, სადაც ამ სეზონში 15 თამაშში 10 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვნად განაპირობა მადეირული კლუბის წარმატებული თამაში.
პაპა ბაბაქარ დიავარა "მარიტიმუმ" 2007 წელს შეამჩნიე
აპონიო სარაგოსას ათხოვეს
"მალაგას" 27 წლის ნახევარმცველი აპონიო ბენიტესი სეზონის ბოლომდე იჯარით "სარაგოსაში" ითამაშებს. ეს გადაადგილება იძულებითია, საქმე იმაშია, რომ ნახევარმცველს ძალიან დაეძაბა სიტუაცია "მალაგას" ჩილელ თავკაც მანუელ პელეგრინისთან. რამდენიმე დღის წინათ, პელეგრინიმ პირდაპირ განუცხადა აპონიოს, რომ აღარ ათამაშებდა და სხვა კლუბი მოენახა. "აპონიო" 2007 წელს შეუერთდა "მალაგას" და დიდი წვლილიც მიუძღვის ანდალუსიური კლუბის წარმატებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"