"გრანადამ" ფაბრი გონსალესი გაათავისუფლა და აბელ რესინო დანიშნა

AutoSharing Option
"გრანადას" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფაბრი გონსალესი გაათავისუფლა.

ეს გადაწყვეტილება კლუბმა "ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ მიიღო, რომელშიც "გრანადა" 0:3 დამარცხდა. თითქმის მაშინვე კლუბის პრეზიდენტმა კიკე პინამ განაცხადა, რომ გუნდის ახალ თავკაცად აბელ რესინო დაინიშნა.

"გრანადა" ამ დროისთვის ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და 19 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატურებსაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი რესინოზე შეაჩერა. რესინოს მადრიდის "ატლეტიკოში", "ლევანტესა" და "ვალიადოლიდში" უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული