სანდრო როსელი: არ მჯერა, რომ "ბარსელონა" "რეალთან" დამარცხდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ გუნდის გულშემატკივრები მადრიდის "რეალს" ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში სათანადო პატივისცემით დახვდებიან.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი მატჩის დროს ვნებათაღელვა "სამეფო კლუბის" მცველის პეპეს უხეშმა თამაშმა გამოიწვია. თუმცა, "ბლაუგრანას" ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ აღნიშნა, რომ "რეალის" სხვა ფეხბურთელები ღირსეულად თამაშობდნენ.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები "რეალს" სათანადო პატივისცემით მიიღებენ. რაც შეეხება დაპირისპირებას, როგორც არ უნდა დასრულდეს მატჩი, შედეგი ეროვნულ პირველობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ "ბარსელონა" წააგებს, მაგრამ თუნდაც ამ შემთხვევაში გუნდისადმი რწმენას არ
დავკარგავთ. ეს მან საკუთარი წარმატებებით დაიმსახურა", - განაცხადა როსელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული