"სევილიამ" მარტინ კასერესის "იუვენტუსში" გადასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
"სევილიას" 24 წლის ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. დღეს ეს ინფორმაცია ესპანური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

"იუვენტუსი" კასერესს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს და 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი ურუგვაელის 9.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

"სევილიას" ოფიციალურ საიტზე ამბობენ, რომ კლუბმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და მოთამაშის გაყიდვიდან 250%-იანი სარგებელი ნახა.

აღსანიშნავია, რომ კასერესს, რომელსაც "იუვენტუსში" 2009/10 წლის სეზონშიც უთამაშია, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული