ემილიო ბუტრაგენიო: ფეხბურთმა მადრიდის "რეალის" დაჯილდოება არ ისურვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმეებში ემილიო ბუტრაგენიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში არცთუ ცუდად გამოვიდა.

ორ გრანდს შორის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, რის შედეგადაც ნახევარფინალში "ბლაუგრანა" გავიდა.

"ნახევარფინალში გასვლას ჩვენი გუნდი უფრო იმსახურებდა. რაც შეეხება პირველ თამაშში "რეალის" შემადგენლობას, მოურინიოს ვეთანხმები. ის არჩევანს ყოველთვის კონკრეტული დროისთვის საუკეთესო შემადგენლობაზე აკეთებს. ყველამ ვიცით, რომ ის უდიდესი სპეციალისტია.

"რეალმა" პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშა და შესვენებაზე უპირატესობით უნდა გასულიყო. თუმცა ფეხბურთმა ამ დღეს ჩვენი დაჯილდოება არ ისურვა. ვერაფერს
იზამ, სპორტის ეს სახეობა ასეთია", - განაცხადა ბუტრაგენიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული