ატლეტიკოში რონალდუც ჩაიკარგებოდაო

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ეიფორიიდან დღემდე ვერ გამოსულა. მისმა გუნდმა ბოლო სამ თვეში ორი ჯილდოს მოპოვება მოახერხა – ევროპის ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი, რაც პრეზიდენტს სიხარულისა და მომავალი წარმატებების იმედის საბაბს აძლევს.

"ჩვენს გუნდში საოცრად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და თუ ისინი მოტივაციას არ დაკარგავენ, ჩვენს გულშემატკივრებს ახალი სიხარულის მიზეზი არ მოაკლდება. ახალი ფეხბურთელების შეძენა არც გვჭირდებოდა და სატრანსფერო ბაზარზე ამიტომ ვიყავით პასიურები. ჩვენს გუნდში ადგილი კრიშტიანუ რონალდუსთვისაც არ მოიძებნებოდა. დიდი სურვილი მაქვს, მთელი სეზონის განმავლობაში "რეალი" კვალში გვედგას",
- განუცხადა სერესომ მადრიდულ Marca-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული