კატალონიის "ბარსელონა", რომელმაც ორი მატჩის ჯამში მადრიდის "რეალი" დაამარცხა, "ვალენსიას" დაუპირისპირდება. "მირანდესი" კი ბილბაოს "ატელტიკს" შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მესამე დივიზიონის "მირანდესმა" თასის გათამაშებიდან "ესპანიოლი" გამოთიშა.
პირველი მატჩები 1 და 2 თებერვალს გაიმართება ("ვალენსია"-"ბარსელონა", "მირანდესი"-ატლეტიკი"), ხოლო საპასუხო შეხვედრები 8 და 9 თებერვალს ჩატარდება.