გვარდიოლა არც კეიტას ესაუბრება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი სეიდუ კეიტა ერთ-ერთი მათგანია, ვისაც კატალონიური კლუბიდან "მილანში" ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის თაობაზე აზრის დაფიქსირება არ მორიდებია.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გადაბარგების შემდეგ, შვედმა თავდამსხმელმა "ბარსას" დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. კერძოდ, "იბრამ" თქვა, რომ გვარდიოლას მასთან ერთხელაც არ უსაუბრია.

თავის მხრივ, კეიტამ ამაში გასაკვირი ვერაფერი დაინახა და თქვა: "გვარდიოლასთან საუბრები არც მე მაქვს. ამ კლუბში იმისთვის ვარ, რათა გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო. სამაგიეროდ, გვარდიოლა მატჩის მსვლელობისას ყველას ესაუბრება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში იმ ფეხბურთელებს აყენებს, რომლებიც მოცემულ მომენტში საუკეთესონი არიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული