ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური: ლეო მესის პოკერით აღნიშნული მე-200

AutoSharing Option
ვიდეო
მაშინ, როცა ევროპის ორ სტადიონზე, "სტემფორდ ბრიჯზე" და "ჯუზეპე მეაცაზე" სულ უფრო ხმაშეწყობილად სკანდირებენ "მოურინიო, მოურინიოს", არ წყდება ლაპარაკი პორტუგალიელის მადრიდიდან აბარგებაზე.

რას იზამ, ეს "რეალია", სხვას, რაც საოცნებოდ აქვს, "სამეფო კლუბში" ეცოტავებათ. თუმცა ახლა მოურინიოს სრული ტრიუმფის ხანა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ "განსაკუთრებულმა" ესპანურ მედიას პირველი რაუნდი პირწმინდად მოუგო.

"ჩელსის" და "ინტერს" დღესაც ვგულშემატკივრობ და მომავალშიც ასე იქნება, "რეალიდან" წასვლაზე კი არ ვფიქრობ", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

კატალონიის ახალი ვარსკვლავი
უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ კატალონიის საფეხბურთო ცაზე ახალი
ვარსკვლავი აციმციმდა - 20 წლის ალვარო ვასკესი. "ესპანიოლის" ფორვარდი ახლახან კატალონიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

ვასკესი "ხეტაფესთან" მატჩის შესვენების შემდეგ დაბრუნდა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ და "ესპანიოლმა" ანგარიშიც გახსნა.

ეს ალვაროს მე-4 გოლი იყო ამ სეზონში. სხვათა შორის, ამ ეპიზოდში მასპინძლებს თანამსაჯთან პრეტენზიები ჰქონდათ - მექსიკელი მორენოს შორეული პასის მომენტში შესაძლოა, მართლაც იყო თამაშგარე მდგომარეობა.

"ხეტაფემ" პენალტით გაათანაბრა მიკუს შორტზე მოქაჩა ფრანგმა ტიევი ბიფუმამ და ვენესუელელმავე დასაჯა სტუმრები ჩინებული დარტყმით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

დი მარიას შედევრი
ის, რაც ამ შეხვედრის 73-ე წუთზე მოხდა ტურის მშვენება იყო - ტრავმამოშუშებული არგენტინელი ანხელ დი მარია შეცვლაზე შევიდა, ბურთი "რასინგის" საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და ცაციით აუღებელი და ულამაზესი დარტყმით 3:0 გახადა.

"რეალმა" ერთ-ერთი აუტსაიდერი დიდი ანგარიშით გაანადგურა და ჟოზე მოურინიოს საშუალება მისცა მთლიანად ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩზე ფიქრზე გადაერთოს.

უკვე მე-6 წუთზე "რეალმა" მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და კაკას თავურ პასს თავითვე შეეგება ახლო მანძილიდან კრიშტიანო რონალდო. ამის შემდეგ "რასინგს" შანსი მთლად გადაეწურა, როცა პირველ ტაიმშივე დომინგო სისმამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ტაიმის მიწურულს ჩაბი ალონსოს შესანიშნავი პასით ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ანხელ დი მარიას გოლზე უკვე მოგითხრეთ, მატჩის მიწურულს კი ბენზემამ ძლიერი დარტყმით ახლო კუთხეში დუბლი გაიფორმა.

"რეალს" შეუძლია მშვიდად იყოს, "ლოს ბლანკოსი" ტიტულს ტრიუმფით უახლოვდება. მორიგი უგვანო მსაჯობა სახეზეა - გონსალეს გონსალესმა "მარკასგან" 3-იანი დაიმსახურა (10-ბალიანი სისტემით ეს ძალიან ცუდია) - სისმა არ იყო გასაგდები, ხოლო ბენზემამ პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მიჩელის პირველი
"სევილიას" პირველი გამარჯვება ბოლო რვა ტურში და სადებიუტო მოგება ახალი თავკაცისთვის - მიჩელი პირველად გაუძღვა ანდალუსიურ გუნდს "სანჩეს პისხუანზე" და 2:0 მოაგებინა "კერკეტ კაკალ" "ოსასუნასთან".

უკვე მე-16 წუთზე ალვარო ნეგრედომ დაუგორა ბურთი გარი მედელს და ჩილელმაც საკმაოდ შორი დისტანციიდან გაიტანა. მატჩის ბოლოს ხესუს ნავასის ჩაწოდების შემდეგ თავი გერმანელმა პიოტრ ტროხოვსკიმ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ მიჩელი ბოლოს "ხეტაფეს" წვრთნიდა.

თავბურთი ანდალუსიაში
"გრანადამ" 4:1 გაანადგურა ბასკური "რეალი". გუნდებმა მე-10 და მე-11 წუთებზე გოლები გაცვალეს, ჯერ სტუმარმა მიკელ გონსალესმა გახსნა ანგარიში, უმალ კი ინიგო ლოპესმა აღადგინა წონასწორობა. ორივე გოლი თავურით გავიდა.

მეორე ტაიმში ფრანკო ხარამ მარცხენა ფრთიდან შეუტია და "გრანადა" დააწინაურა. შემდეგ კი ნიგერიელი იკეჩუკვუ უჩეს ჯერი დადგა - აფრიკელმა დუბლი შეასრულა (ერთი გოლი აქაც თავით გავიდა). სტუმარი ილარამენდი ხარას უკნიდან მოცელვსითვის გააძევეს, ხოლო მასპინძელი სიკეირა - ხელით თამაშისთვის.

სამი წუთი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
3 წუთი 3 გოლი: 2 კუთხური და ერთი სუპერგოლი - ასეთი რამ იშვიათად ხდება, მით უფრო თანაბარძალოვანი გუნდების დაპირისპირებაში. "სან მამესზე" ბასკებმა ფაქტობრივად 6-ქულიანი მატჩი მოუგეს უშუალო კონკურენტ "მალაგას".

ყველაფერი 58-ე წუთზე დაიწყო და 61-ეზე დამთავრდა. პირველმა კუთხურმა ანდალუსიელთა საჯარიმოში სრული ქაოსი გამოიწვია, რითაც ფერნანდო ამორებიეტამ ისარგებლა, მეორე კუთხურს სან ხოსეს შედეგიანი თავური მოჰყვა, ბოლოს კი ანდერი შეიჭრა მარცხნიდან და შორეულ ძელთან გაისკა ტოკეროს გადააწოდა, ფორვარდი ბურთს აკრობატული ნახტომით შეეგება - 3:0.

მირაჟი ყოფილა...
..."ვილიარეალის" წელში გამართვა - "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მორიგი მძიმე დარტყმა მიაყენეს, ბალეარებზე ჩაძირეს - 4:0 "მალიორკას" სასარგებლოდ. აღსანიშნავია, ვიქტორ კასადესუსის დუბლი.

როგორც იქნა, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ლა ლიგაში გაუტანეს - ეს "სპორტინგის" ურუგვაელმა ნახევარმცველმა სებასტიან ეგურენმა შეძლო, თუმცა სიმეონე კვლავ დაუმარცხებელია. "ლევანტე" საჩემპიონთალიგო მე-4 ადგილიდან 8-გოლიანი თრილერის წაგების შემდეგ მე-7-ზე ჩაინაცვლა.

თავს ზემოთ მესია
ტურის ცენტრალური მატჩი სენსაციურად დაიწყო და... ლეო მესის პოკერით დასრულდა - 5:1. მესი ლა ლიგაში საიუბილეო, მე-200 მატჩს მართავდა და ის დიეგო ალვეშის კარში 4 გოლით აღნიშნა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
ხეტაფე-ესპანიოლი 1:1
ხეტაფე (4-4-2): მოია - მ. ტორესი, ლოპო (49. რაფა), კატა დიასი, მანე - ბარადა, კასკერო (82. სარაბია), ლასენი, გავილანი - გუისა, მიკუ.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, ხ. ლოპესი (21. ფორლინი) - ბაენა, რომარიკი - ტიევი, კოუტინიო, ვეისი (82. ამატი) - კალუ უჩე (46. ა. ვასკესი).
გოლები: 0:1 ა. ვასკესი (65), 1:1 მიკუ (69-პენ)
გაფრთხილება: ბარადა, დიასი - ვეისი, ტიევი, გალანი, რომარიკი
გაძევება: გალანი (81)
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: ?-?; კარში დარტყმა: ?-? (?-?); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 9 000

რეალი-რასინგი 4:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე (75. რიკარდო კარვალიო), ვარანი, მარსელო - გრანერო (70. ხედირა), ჩაბი ალონსო - იოზილი (61. დი მარია), კაკა, რონალდო - ბენზემა.
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - დიოპი, გულონი - არანა, აკოსტა (77. ხულიან ლუკე), ადრიანი (41. კრისტიანი) - ბაბაკარი (69. მუნიტისი).
გოლები: 1:0 რონალდო (6), 2:0 ბენზემა (45), 3:0 დი მარია (73), 4:0 ბენზემა (89)
გაფრთხილება: რამოსი, კაკა, კარვალიო - დომინგო, ალვარო
გაძევება: სისმა (39)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 23-8 (9-0); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 80 000

სევილია-ოსასუნა 2:0
სევილია (4-4-2): პალოპი - კოკე, სპაჰიჩი, ფასიო, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, რაკიტიჩი, რეიესი (64. ლუნა) - კანუტე (70. ტროხოვსკი), ნეგრედო (79. ბაბა დიავარა).
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, რაიტალა - პუნიალი, ნეკუნამი, ლოლო (46. ლამა) - სეხუდო (76. ტიმორი), ლეკიჩი (46. იბრაჰიმა), ნინო.
გოლები: 1:0 მედელი (15), 2:0 ტროხოვსკი (93)
გაფრთხილება: ფასიო, სპაჰიჩი, პალოპი - რაიტალა, ლოლო, ლოლო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 17-11 (7-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 25 000

გრანადა-სოსიედადი 4:1
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი (64. მაინსი), ბ. გომესი, სიკეირა - მ. რიკო, ფ. რიკო - აბელი, კ. მარტინში (76. ხაიმე), ხარა - იგჰალო (58. უჩე).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, კადამურო - ბერგარა, არანბურუ (78. პარდო) - ჩაბი პრიეტო, ილარამენდი, გრიზმანი (70. იფრანი) - აგირეჩე (65. ველა).
გოლები: 0:1 მ. გონსალესი (10), 1:1 ი. ლოპესი (11), 2:1 ხარა (55), 3:1 უჩე (60), 4:1 უჩე (86)
გაფრთხილება: ფ. რიკო, ი. ლოპესი, სიკეირა - ლორენტე (სათ. სკამზე), ი. მარტინესი, კადამურო, იფრანი
გაძევება: ილარამენდი (44), სიკეირა (86)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 20-8 (8-1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 17 000

ბილბაო-მალაგა 3:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა (46. ამორებიეტა), აურტენეჩე - იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა (46. ფ. ლორენტე), ანდერი (75. ი. პერესი), მუნიაინი - ტოკერო.
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - ს. სანჩესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - კასორლა, რესიო (64. ელიზეუ), ტულალანი (67. ნაჩო კამაჩო), ისკო - სება ფერნანდესი (64. ხოაკინი), რონდონი.
გოლები: 1:0 ამორებიეტა (58), 2:0 სან ხოსე (60), 3:0 ტოკერო (61)
გაფრთხილება: ირაოლა, ანდერი, მუნიაინი, დე მარკოსი - ველიგტონი
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-19 (4-7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 38 000

სპორტინგი-ატლეტიკო 1:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ორფილა, ბოტია, გრეგორი, კანელია - ეგურენი, ანდრე კაშტრო (65. რივერა) - კარმელო (62. ტრეხო), დე ლას კუევასი, კოლუნგა - ბარალი (78. ბილიჩი).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - ადრიან ლოპესი (80. პერეა), დიეგო (61. პიცი), კოკე (54. სალვიო) - ფალკაო.
გოლები: 0:1 კანელია (20 ს.კ.), 1:1 ეგურენი (37)
გაფრთხილება: ეგურენი, ბარალი, კოლუნგა, კაშტრო, ბილიჩი - გაბი, სუარესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 10-16 (3-9); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 000

მალიორკა-ვილიარეალი 4:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - კრესპი (72. ზუიველროონი), ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, ტისონე (82. პინა), მარტი, გ. კასტრო - ვიქტორი, ჰემედი (67. ალფარო).
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - სენა (81. ე. პერესი), ბრუნო - კანი (68. კასტელანი), ბ. ვალერო, კამუნიასი (46. მარტინუჩო) - მ. რუბენი.
გოლები: 1:0 ვიქტორი (41), 2:0 მარტი (53), 3:0 ვიქტორი (65), 4:0 ნუნიეში (67)
გაფრთხილება: ტისონე, ნუნიეში, კრესპი, პინა - სენა, დ. ლოპესი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-9 (8-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 15 000

ლევანტე-ვალეკანო 3:5
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა (71. ელ ჟარი), ბალესტეროსი, კაბრალი, დელ ორნო - ხ. ტორესი, ფარინოსი (65. რ. სუარესი) - ვალდო, ბარკერო, სერანო (46. ღეზალი) - კონე.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, პულიდო, ბრავო, არმენტეროსი - მოვილია, ფუეგო - პიტი, ლ. ბანგურა (77. დელიბაშიჩი), ტრაშორასი (60. ლაბაკა) - დ. კოშტა (70. დიამანკა).
გოლები: 0:1 ლ. ბანგურა (34), 1:1 ბარკერო (49-პენ), 1:2 დ. კოშტა (61), 1:3 დ. კოშტა (62), 1:4 ლ. ბანგურა (69), 2:4 რ. სუარესი (78), 2:5 დელიბაშიჩი (84), 3:5 რ. სუარესი (91-პენ)
გაფრთხილება: კონე, ფარინოსი, დელ ორნო, მუნუა, ტორესი - ბანგურა, პულიდო, კოშტა
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 19-12 (8-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 11 000

ბარსელონა-ვალენსია 5:1 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ფაბრეგასი (76.ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა (85. ჩავი) - სანჩესი, მესი, პედრო (67. ტელიო).
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი (24. რიკარდო კოშტა), რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ტ. კოსტა (82. მ. თოფალი) - ფეგული, ჟონასი, პიატი (65. ალბა) - სოლდადო.
გოლები: 0:1 პიატი (9), 1:1 მესი (22), 2:1 მესი (27), 3:1მესი (75), 4:1 მესი (84), 5:1 ჩავი (90)
გაფრთხილება: ალბელდა, კოშტა, სოლდადო
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 32-3 (15-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 85 000

სარაგოსა-ბეტისი დღეს

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 23 20 1 2 79-21 61
2. ბარსელონა 23 15 6 2 68-17 51
3. ვალენსია 23 11 7 5 36-27 40
4. ბილბაო 23 8 9 6 37-30 33
5. ესპანიოლი 23 9 6 8 26-27 33
6. ატლეტიკო 23 8 8 7 32-28 32
7. ლევანტე 23 9 5 9 32-34 32
8. ვალეკანო 23 9 4 10 32-35 31
9. მალაგა 23 9 4 10 28-35 31
10. ოსასუნა 23 7 10 6 26-37 31
11. სევილია 23 7 8 8 24-26 29
12. მალიორკა 23 7 7 9 23-28 28
13. ხეტაფე 23 7 7 9 23-30 28
14. გრანადა 23 8 4 11 21-32 28
15. სოსიედადი 23 7 6 10 26-34 27
16. ბეტისი 22 8 2 12 25-31 26
17. ვილიარეალი 23 6 8 9 23-34 26
18. რასინგი 23 4 11 8 18-30 23
19. სპორტინგი 23 5 5 13 21-44 20
20. სარაგოსა 22 3 6 13 18-38 15

ბომბარდირები
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
25 თებერვალი: ბეტისი-ხეტაფე, რასინგი-სპორტინგი, მალაგა-სარაგოსა, ესპანიოლი-ლევანტე.
26 თებერვალი: ვილიარეალი-ბილბაო, რაიო ვალეკანო-რეალი, ოსასუნა-გრანადა, რეალ სოსიედადი-მალიორკა, ვალენსია-სევილია, ატლეტიკო-ბარსელონა.

მატჩის შემდეგ
ლიონელ მესი: "ბარსელონამ" საკუთარი თავი ისევ იპოვნა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული