პეპე რეინა სარეკლამო კლიპის გამო სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
ვიდეო
"ლივერპულის" ესპანელი მეკარე, 29 წლის პეპე რეინა სკანდალში გაეხვა. ფეხბურთელმა კლუბის ნებართვის გარეშე მიიღო მონაწილეობა სადაზღვევო კომპანია "გრუპამას" რეკლამაში, თუმცა თავისთავად ეს ვერ გახდებოდა დიდი დავიდარაბის მიზეზი.

ამის საფუძველი კლიპის შინაარსია. სიუჟეტი ასეთია: ფეხბურთელი ერთ-ერთი აფრიკული ტომის წარმომადგენელთა გარემოში ხვდება, სადაც მას ბელადი გვარით მიმართავს, შემდეგ კი საკუთარ თავს მეფეს უწოდებს.

საქმე ის არის, რომ ესპანურიდან უხეშად თუ ვთარგმნით, "რეინა" დედოფალს ნიშნავს. თუკი ე.წ. გაცნობის სცენას გადმოვაქართულებთ, შემდეგი რამ გამოდის: შენ დედოფალი ხარ და მე მეფეო.

მოგეხსენებათ, ევროპაში რასისტული და
ჰომოფობიური შინაარსის გამოვლინებებს სასტიკად ებრძვიან. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აპირებენ რეკლამის დამკვეთებსა და მასში მონაწილე პირებს სასამართლოში უჩივლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული