ჟერარდ პიკე: "ბარსელონა" ”სევილიასთან” პირველ ტაიმში ძალიან კარგად თამაშობდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "სევილიასთან" (2:0) მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში მის გუნდს ორზე მეტი გოლის გატანაც შეეძლო.

ფეხბურთელის თქმით, მადრიდის "რეალს" "მალაგასთან" 18 მარტის დაპირისპირებაში ემახსოვრება, რომ "ბლაუგრანა" საჩემპიონო რბოლაში კვლავაც მონაწილეობს.

"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით, ორი გოლი გავიტანეთ და ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდაც შეგვეძლო. მაგრამ მეორე ტაიმში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ჩვენი სამუშაო შევასრულეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ.

ახლა უნდა შევხედოთ რას იზამს "რეალი". თუმცა "რეალი" სათამაშოდ იმ ფიქრით გამოვა, რომ ჩვენ მათ კვალში ვუდგავართ და ჩემპიონობისთვის
კვლავინდებურად ვიბრძვით", - თქვა პიკემ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული