მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
"ასეთ შედეგს არ ველოდი, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.
რაც შეეხება მთავარ მსაჯ მიგელ ანხელ გომესს, ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებისას უსინათლოს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მისი განსჯა არ მსურს.
როდესაც გოლი ვერ გაგაქვს, შესაძლოა ამისთვის დაისაჯო. დღევანდელ მატჩში სწორედ ასე მოხდა.
ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვჯერა, რომ ჩემპიონები გავხდებით", - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.